მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერითა და მარტვილის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, მიმდინარე ლადო ჩიქოვანის სახელობის თასის, ყოველწლიური გათამაშება მინი ფეხბურთში,დასრულდა. მან სტარტი 16 ოქტომბერს აიღო და ფინალური შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართა.
ფინალური შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის გუნდებს შორის შედგა, რომელიც გამგეობის გამარჯვეით დასრულდა. პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თასები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ გადასცა.
გათამაშებაში საერთო ჯამში 15 გუნდი მონაწილეობდა.