25 მარტს კერძო სკოლა „სხივის“ სააქტო დარბაზში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსის “ვიყავი მხოლოდ ლექსით მდიდარი“–ს ფინალური ეტაპი. კონკურსი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისა მხარდაჭერით და ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა. ფინალურ ეტაპზე გასული 8 მონაწილიდან ჟიურის მიერ დაწერილი ქულების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდა. უმაღლესი ქულები ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა ჯიქიამ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის ალექსი გაბისონიას და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით რვავე ფინალისტს საჩუქრად ლექსების კრებული გადაეცა. ხოლო გამარჯვებულები წიგნებთან ერთად დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მონაწილეებს საჩუქრები თავად საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ გადასცა, რომელიც ამავე დროს ჟიურის წევრიც იყო.