მხატვრული კითხვის კონკურსი

21-22 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა  „სხივში“ მარტვილის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით და მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების 12 მოსწავლე იღებდა. მონაწილეებს ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელთა შორის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა იმყოფებოდნენ. უმაღლესი ქულების მქონე 8 მონაწილე ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც 25 მარტს „სხივის“ სააქტო დარბაზში გაიმართება და სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content