5 აპრილს მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებს ტრადიციულად ახალი სპორტული ფორმები და სპორტული აღჭურვილობა გადასცეს.
ფორმების გადაცემის ღონისძიება მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ჭაბუკ ფეხბურთელებს სპორტული აღჭურვილობა საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელებმა და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ბარამიამ გადასცა.