1 ივნისს, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებმა, თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო კონცერტით მიულოცეს. ღონისძიებაზე, ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
საზეიმო კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მონაწილეთა მშობლები და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პატარების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.