საკრებულოს მორიგი სხდომა

6 ივნისს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.


დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

       /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

       /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების

აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N54
განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმის, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საიჯარო გეგმისა და საპრივატიზაციო, საიჯარო ნუსხის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების, კერძოდ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშის შეფასება;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლისთვის გიზო წულაიას სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
8.მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
9. მარტვილში,  სტალინის ქუჩა N34-ში მცხოვრებ ნონა გოროზიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
10.ფრაქცია ,,მარტვილი“-ს რეგისტრაციის ცნობად მიღების  შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content