პირველი რეგიონალური საფეხბურთო ნაკრები სამეგრელოში

საქართველოს რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია ფიფასთან ერთად ახორციელებს რეგიონალურ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასაკობრივი ნაკრების ჩამოყალიბებას.
აღნიშნული პროექტის რეგიონალურ კოორდინატორად და რეგიონალური ნაკრების მწვრთნელად, მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი, ჯესი სურმავა დაინიშნა.
წელს, პროექტი პილოტურად ერთ ასაკობრივ ჯგუფზე, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებზე, ხორციელდება. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი საშეჯიბრო თამაშებზე დაკვირვებას და ფეხბურთელების შერჩევას ითვალისწინებდა. საქართველოს რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციაში 2003 წელს დაბადებული 121 ბავშვი იყო დარეგისტრირებული. 23 მაისს აბაშის ცენტრალურ სტადიონზე პირველი გაფართოებული შემადგენლობა შეიკრიბა, რომელთაგან რეგიონალური ნაკრებისათვის 25 ფეხბურთელი შეირჩა.
31 მაისს, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე შედგა პირველი ნაკადის შეკრება, რომლებსაც ჩაუტარდათ ვარჯიში. 2 ივნისს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ნაკრები აჭარის რეგიონალურ ნაკრებთან გამართავს შეხვედრას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content