14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას.
14 ივნისი, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.