1 ივლისს, 13 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014–2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის 2016 წლის 6 ივნისს დამტკიცებული N33/36 ანგარიშის განხილვა;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2016 წლის საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 25 დეკემბრის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4 ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ნოემბრის N78 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნული საკითხები განხილულ იქნება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ორშაბათს, 4 ივლისს.