29 სექტემბერს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარტვილში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნაგებერაოს მოსახლეობას შეხვდა, საჯარო სკოლის პროექტს გაეცნო, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მათ ამ სკოლის აშენებას დაპირდა. შემდეგ კი მარტვილის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი დაათვალიერა.
დღის ბოლოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა, რომლებსაც სამომავლო გეგმებსა და სასწავლო პროგრამებში განსახორციელებელ ცვლილებებზე ესაუბრა.