27 სექტემბერს მარტვილში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იმყოფებოდა.
მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საფეხბურთო სკოლის დირექტორთან ერთად, სერგიეთის საფეხბურთო სკოლაში, სასპორტო სკოლის სპორტდარბაზში, დიდი ჭყონის „ბერმუხას“ სტადიონსა და სალხინოს საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ ტარიელ ხეჩიკაშვილს , საფეხბურთო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები, განსახორციელებელი პროექტები და შესრულებული სამუშაოები გააცნო. მინისტრი ასევე მეორე ლიგაში მოასპარეზე მარტვილის გუნდ „სალხინო“-ს ფეხბურთელებს შეხვდა და გაესაუბრა.
შეხვედრის ბოლოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიასთან და გამგებელ ალექსანდრე გრიგალავასთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.