საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კერძო სკოლა „სხივში“ საქველმოქმედო აქციას დაესწრო. საქველმოქმედო ღონისძიება 8 წლის ირაკლი დანელიას დასახმარებლად ჩატარდა, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნის იშვიათი ფორმა აღმოაჩნდა. ოპერაცია ავსტრიაში უნდა გაკეთდეს, რისთვისაც მას 40 000 ევრო ესაჭიროება. საღამო კერძო სკოლა „სხივის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა მოსწავლეებმა, ანსამბლმა ,,ლალემ” და მომღერალმა თეკლე კვესელავამ მიიღო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ირაკლის ანგარიშზე გადაირიცხა.