საგაზაფხულო ღონისძიება

6 მარტს, 15:00 საათზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება კულტურის სახლის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენილი ნომრებით დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს.

კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content