9 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მრჩეველთა საბჭოს შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი–„მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ტრენინგი გამართა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა, მამუკა აბულაძემ და კონსტანტინე კანდელაკმა.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტები მიზნად ისახავენ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. იგი გამოიმუშავებს იმ საჭირო იარაღებს, კერძოდ კი მეთოდოლოგიას და ტექნიკას ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დასახმარებლად, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, რათა წინ წამოწეულ იქნას პასუხისმგებლობა, თანასწორუფლებიანობა და გამჭვირვალეობა, მოიძებნოს დიალოგის დამყარების, კონსესუსის მიღწევის გზები და ადგილი ჰქონდეს მშვიდობიან ცვლილებებს.
ტრენინგს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.