დათო ტურაშვილი მარტვილში

25 მარტს მარტვილში მწერალი დათო ტურაშვილი იმყოფებოდა. მწერალთან შეხვედრა კერძო სკოლა „სხივის“ სააქტო დარბაზში მოეწყო.

დათო ტურაშვილმა მკითხველს თავისი ოთხი წიგნი: „ჯინსების თაობა“, „ტყეების მეფე“ „ამერიკული ზღაპრები“ და „სხვა ამსტერდამი“ წარუდგინა. მწერალი დამსწრე საზოგადოებას თავის ნამუშვრებზე ესაუბრა და მათთვის საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.
შეხვედრას მარტვილის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, პედაგოგები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და მოსწავლეები დაესწრნენ. მსურველებს შესაძლებლობა ქონდა დათო ტურაშვილის წიგნები ადგილზე შეეძინა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content