ბიუროს სხდომა

31 მარტს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია. ბიუროს სხდომაზე განხილული საკითზები, ორშაბათს, 3 აპრილს, გატანილ იქნება საკრებულოს მორიგ სხდომაზე  .

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება.

/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის  სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ილარიონ ბასილაიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;

/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის  ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ვალერი ფაილოძის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევის შესახებ;

/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის  კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ედემი ნაჭყებიას ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევის შესახებ;

/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content