მხიარული კონცერტი მარტვილში

28 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, საპროდიუსერო კომპანია “ჯადოსნური ხმებისა” და ანსამბლი “ივერიის” მომღერლების: ვახტანგ ტატიშვილის , ნუგზარ კვაშალისა და ქართველი ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი.
პროგრამაში ჩართული იყო მხიარული საცირკო წარმოდგენა, აგრეთვე საქვეყნოდ ცნობილი ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. კონცერტმა განსაკუთრებით დიდი მოწონება ბავშვებში დაიმსახურა .

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content