მორიგი დასუფთავების აქცია მარტვილში

29 აპრილს მარტვილში დასუფთავების მაშტაბური აქცია მოეწყო. რომელშიც  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების, ა(ა)იპების თანამშრომლები და საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას.

აქციის მონაწილეებმა ნაგვისგან გაწმინდეს მარტვილის სკოლების, სკვერებისა, საჯარო დაწესებულებების და სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორია.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და იგი ყოველთვიურად იმართება.

შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნივთების, პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების გატანა მარტვილის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოგიწოდებთ დაიცავით ბუნება და არ დაანაგვიანოთ გარემო.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content