აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
13 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:
• გელა ჭედია – მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;
• პაატა კოპალიანი – მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;
• გიზო წულაია – გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;
• ბესიკ ხულორდავა – შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტენანტი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკო დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები.
მუნიციპალიტეტის მერიამ 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000-1000 ლარი გადასცა.