სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა

🏴27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.
⚫აფხაზეთის ომის დასრულების 29 წლისთავთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
და გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს.
🕯სასულიერო პირებმა მემორიალთან აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
🇬🇪ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე მთელი დღის მანძილზე დროშები დაეშვება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content