2021 წლის პირველ მარტს 13:00 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს ფუნქციონირებისათვის, უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; /მომხსენებელი-მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი სიმონ რევია/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზურაბ ბიგვავას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულებები