თავმჯდომარის შეხვერდა “მწვანე რეგიონების” წარმომადგენლებთან

14 დეკემბერს, 12:00 სთ–ზე, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია არასამთავრობო ორგანიზაცია     „მწვანე რეგიონები“–ს წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს თავიანთი პროექტი წარუდგინეს  და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია     „მწვანე რეგიონები“ გარემოსდაცვითი პროექტების ფარგლებში ახორცილებს პროექტს “CLEEN- “ენერგოეფექტურობა, ადგილზე სამოქალაქო ქსელის შექმნა”.

პროექტის მიზანია მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღები პირების და მოსახლეობის ინფორმირება ენერგოეფექტური საშუალებების შესახებ. რითაც  ხელი შეეწყობა  მშენებლობის სწორად დაგეგმვას, საცხოვრებელი ფართების უკეთ დათბუნებას საზოგადოების სოციალურ ეკონომიური ფონის გაუმჯობესებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე  ორგანიზაციების გაძლიერებას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content