22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანმა საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მარტვილის ბაზრის მიმდებარე, მდინარის პირა ტერიტორია, პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
1993 წელს, 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.
შეგროვებული ნარჩენების გატანა მარტვილის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო.