ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი შტაბის შეხვედრა მოსახლეობასთან

25 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის გამოსაყენებელი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა,  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ გამართა.

შეხვედრაზე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებმა, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრეს, მათივე თქმით მარტვილის მუნიციპალიტეტს 7 ერთეული ავტომობილი გადაეცა, რომელიც მხოლოდ მარტვილის ტერიტორიას მოემსახურება და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ტექნიკის დამატება. მათ იმ შეკითხვებსაც უპასუხეს, რომლებიც  საზოგადოების ინტერესს იწვევდა მავნებლებთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content