1 მაისს, 12 :00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიისა და საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:
1.„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 ივნისის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. .„მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.