მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გივი ელიავა და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა დაგეგმილი ღონისძიებების და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს “მოიზიდე და გაანადგურეს” სადგურების განთავსება. მონიტორინგიდან მიღებული შედეგების საფუძველზე ჩატარდება ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიების დამუშავება თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდით.