მატვილში დამოუკიდებლობის დღე სპორტულიდა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი გავიდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და იმ ღონისძიებებში ჩაერთვნენ რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე იმყოფებოდნენ ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან, გრიგოლ ჯიქიასთან, რომელსაც 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადასცეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდა, რომელიც კულტურის სახლში გაიმართა. მასში მონაწილეობას, როგორც ძველი ასევე ახალი თაობის შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ.