27 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ვიცე –მერი დავით სურმავა და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარის ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივში“ არსებული საკვირაო სკოლის ღონისძიებას დაესწრნენ.
საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა და სკოლის მეგობრებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური და მხატვრული ნომრები წარუდგინეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკვირაო სკოლის ერთ–ერთ აღსაზრდელს დაბადების დღე მიულოცეს და ყველა მოსწავლეს საჩუქრები გადასცეს.