24 მაისს, 16 სთ–ზე, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში თაკო წულაიას შემოქმედებითი საღამო – „59 წამი“ გაიმართა.
პოეზიის საღამოში, თაკო წულაიასთან ერთად, მისი მეგობრებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდა პოეტის ლექსები და პროზაული ნაწარმოებები წარუდგინეს.