🇬🇪მარტვილში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და რეფერენდუმის გამოცხადების დღე აღინიშნა.
✅მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო მოხელეებმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეების ლიტერატურული კომპოზიცია მოისმინეს.
📌ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში.
იგი იყო ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი. გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს.
📌31 მარტი ასევე რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, 3 295 493-მა ამომრჩეველმა წერტილი დაუსვა 70 წლიან რუსულ-საბჭოთა ოკუპაციას და ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.