1 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 ოქტომბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-დარეჯან სხულუხია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი გენდერულ საკითხებში/
აღნიშნულ საკითხებზე სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.