„სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

28,29 სექტემბერს სალხინომ ფესტივალს დადიანების საშემოდგომო რეზიდენციის მარანში, ხოლო დახურვის ღონისძიებას საუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ უმასპინძლა.

მიმდინარე წელს,  მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, აფხაზეთის სახლემწიფო კაპელა და მაესტრო ზვიად ბოლქვაძე–საქართველო; ტრიო INDEED – ლიეტუვა; საფორტეპიანო ტრიო ACCIO – ავსტრია.

ფესტივალის ფარგლებში მონაწლიეები გაეცნენ მარტვილის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას. ღონისძიების დასასრულს ორგაიზატორების მიერ მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

ფესტივალი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობი მხარდაჭერით გახორციელდა.
ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – შიო აბრახამია,
ფესტივალის დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

ფოტოები იხილეთ ბმულზე :„სალხინოს სასახლის კამერატა 2018“ საზეიმოდ დაიხურა

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content