3 ივნისს 12 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
🔵სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა,მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა,საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან ბაჩილავა, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ვანო კუდავა, იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ დარეჯან ხუნწელია და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
✅ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
🔽1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔽 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔽 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔽 4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის-იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/
🔽 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
🔽 6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის ონერი კუჭავას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔽 7. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ გაუქმების ცნობად მიღების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/
✅ მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.