ბავშვთა დაცვის დღე

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ 1949 წლის ნოემბერში დაწესდა და მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა მარტვილშიც, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტში შემავალმა ბაღებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს კულტურის სახლში და დამსწრე საზოგადოებას ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ბავშვს ამ დღეს და უსურვებს ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content