11 თებერვლის მორიგი საკრებულოს სხდომა

11 თებერვალს, 14:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, აპარატის თანამშრომელბი და დაინტერესებული პირები.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-როლანდ წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი/

3.„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №12  დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე;

/მომხსენებელი- ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ /

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ( სასოფლო სამეურნეო( სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს.კ: 41.09.34.395 მდებარე ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუკრი გეგიას ქუჩის მიმდებარედ, ფართობი 7456კვ.მ) მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

/მომხსენებელი- სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, მდებარე მუნიციპალიტეტი მარტვილი თავისუფლების ქ N 10 ს.კ: 41.09.04.094.01.508 არასაცხოვრებელი ფართის: 219.68 კვ.მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. მარტვილის საგანმანათლებლო „რესურსცენტრი“-სთვის უსასყიდლო უზუფრუქტის წესით ( არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი- სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი- სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/

7.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ფიჭური სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის ლიმიტის განსაზღვრისა და საწვავის გამოყოფის თაობაზე;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

8.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიში;

/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

აღნიშნულ სხდომაზე საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ფოტოკოლაჟი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content