მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გივი ელიავას ხსოვნის საღამო გაიმართა. მისი გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.
გივი ელიავა, წლების მანძილზე, მისი დაარსების დღიდან (1957 წელი) 2001 წლამდე ხელმძღვანელობდა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. გივი ელიავას უშუალო ღვაწლით არის მოძიებული მუზეუმში დაცული ექსპონატების უმრავლესობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუზეუმში არსებული გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებო ცენტრის მოსწავლეები. მოსწავლეებმა გივი ელიავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს.
ხსოვნის საღამოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის თანამშრომლები, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, მოწვეული სტუნრები და მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ.