31 მაისი პოლიციელის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ მოადგილეებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძის და დიდი ჭყონის განყოფილების და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა.