მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიული დახმარების სამსახურმა შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა დაესწრნენ.
შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურმა ახალი პროგრამის „პარალეგალების“ პრეზენტაცია გამართა. იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ სამეგრელო იქნება პირველი რეგიონი, სადაც „პარალეგალთა რეესტრის“ ფორმირება დაიწყება. ასევე ისაუბრა ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, შშმ პირთა უფლებებზე.