დიდი ჭყონში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
პროექტის ღირებულება 4 375 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ასრულებს.
საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content