დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა მოენახულებინა ეთნოგრაფიული კუთხე.
17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნა 26 მაისი, მოწვეულმა მომღერალმა ანი მორგოშიამ შეასრულა საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებების ბოლოს ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი საზეიმო კონცერტი.
ღონისძიების წლევანდელი კონცეფციაა #ევროპისკენ – საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა – დღეს, ჩვენ, ერთად ვთანხმდებით, რომ გვსურს დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი დამოუკიდებლობით.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა!
გილოცავთ 26 მაისს!