ნაჯახაოს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი 14 კვ.კმ. მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 110 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ორი სოფელი: ნაჯახაო, ნაგებერაო. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1470 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 670-ს.
ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ფინქციონირებს ახალაშენებული წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია. კულტურული მნიშვნელობის ძეგლს წარმოადგენს მთავარანგელოზის სახელობის XVII საუკუნის ეკელსია და წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ეკლესია.