ონოღიის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია 11 კვ.კმ. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 90 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია 13 კილომეტრით. დღეისათვის ონოღიაში ცხოვრობს 440 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 856-ს.
ონოღიის ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.