სალხინოს ადმინისტრაციული ერთეული

სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის ფართობი 31,7 კვ.კმ.  მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე გაშლილ ვაკე-ბორცვიან სივრცეზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შედის შვიდი სოფელი: სალხინო, ვახა, ლეცავე,  ჟინოთა, წაჩხურუ, ლესხულუხე, ლეგულორდავე. ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 4466 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 1200-ს.

სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეული გამოირჩევა არქიტექტურული ძეგლებით და მრავალფეროვანი ბუნებით. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სალხინოს – დადიანების სასახლე.  ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა აქ არჩილ ბატონიშვილის რჩევით დაიწყო და საბოლოოდ სალომე მიურატის დროს დასრულდა. სასახლეში მოხვედრილ სტუმარს ხეების დიდი ხეივანი,  გაშლილი მინდორი, მოსასვენებელი სკამებით სავსე პარკი და ეკლესია ხვდება. აღსანიშნავია ასევე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია    და ისტორიული მარანი, რომელიც ბოლო წლებში აღადგინეს. ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს  ასევე მდ. წაჩხურუს ხეობა, „ხიზნების მღვიმე“ (ისტორიული მღვიმე-ნამოსახლარი). წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია XVIII ს- გადმოცემის მიხედვით სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. ტაძარი, მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ.   ჩვენამდე მოღწეულია, განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესია. ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მადლიერი ადამიანები მოდიან. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილო წყვილებისთვის ტარდება. ყველა ამ ღირსეშანიშნაობას უამრავი ტურისტი სტუმრობს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content