საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლებმა ერთობლივი კონცერტი დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართეს.
ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა მოწვეული მომღერალი ბორის ბედია.
საიუბილეო კონცერტს ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.