25 სექტემბერს, მარტვილში ტრადიციულად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე – “ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები მარტვილის მონასტერში გამართულ წირვას დაესწრნენ.
დღის მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, განახლებული მარტვილის ცენტრში, არაერთ კულტურულ ღონისძიებას დაესწრონ და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ.
ჭყონდიდლობის საზეიმო აღნიშვნა ღამის შოუს ბენდის კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.