მუზეუმში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელთა როლის ხაზგასმა სასკოლო გარემოში, ასევე საუკეთესო პრაქტიკების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია ფოკუსირებული იყო იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წარმოსახვის უნარის, მუსიკის აღქმის, შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური განვითარების და გარემოს შეცნობის უნარების გაუმჯობესებას.
ღონისძიებას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლები, საზოგადოებისა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content