მარტვილში ახალი პროექტის განხორციელება იწყება

🌿🌾მარტვილის მუნიციპალიტეტში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტში ჩართული მხარეებისა და დაინტერესებული პირებისთვის, ორგანიზაციის „მდგრადი კავკასიის“ (Sustain Caucasus) წარმომადგენლებმა, პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ორგანიზაციები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
🌿პროგრამა რამდენიმე კომპონენტიანია, რომლის ფარგლებშიც, ჩამოყალიბდება ახალგაზრდა ბიომეურნეთა ქსელი (IFOAM – ის მხარდაჭერით), ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა სადემონსტრაციო-სასწავლო ნაკვეთი, ჩატარდება ფერმერთა დღეები, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ პირებს, მისცემს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
👉პროექტის პარტნიორები არიან: გლობალური ბუნების ფონდი (GNF), Sustain Caucasus International Alliance (SCIA), The House of Nature Pro Biodiversity Alliance.
✅პროექტი ხორცილდება „ბიომრავალფეროვნებისათვის და კლიმატთან ადაპტირებული კულტივირების მეთოდების გაძლიერება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში და მიზანად ისახავს სოფლის მეურნეობაში ჩართული ორგანიზაციებისა და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერას, სწავლებასა და საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას ბიომეურნეობის, კლიმატთან ადაპტირებული კულტივირების მეთოდებსა და მეურნეობის მართვის საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გარემოსდაცვითი კუთხით მდგრადი მომავალის შექმნას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content