მარტვილში ექიმების დღე აღინიშნა

30 მარტს ექიმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, მარტვილელ ექიმებს ჯანდაცვის ცენტრში უმასპინძლა.
„პროფესიულ დღეს გილოცავთ მარტვილელ მედიკოსებს, რომლებიც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვით. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამარჯვებებს!“ – განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.
მოწვეულ ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაწეული ღვაწლისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მადლობის სიგელები გადასცა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content