მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებს ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, დედაენის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ლიტერატურული და მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. შესრულდა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content