1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შემავალ № 2 საბავშვო ბაღში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შემეცნებითი, მუსიკალური და სპორტული აქტივობები წარმოადგინეს. გამართულ აქტივობებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია აღსაზრდელებთან ერთად ჩაერთო.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეების ნახატების გამოფენა გაიმართა (პედაგოგი ირაკლი სურმავა).